12 წლის ქართველი მომღერალი, ალექსანდრე ზაზარაშვილი, უკრაინული "ვოისის" ბრმა ქასთინგზე გავიდა და ნამდვილი ფურორი მოახდინა. მან ინგლისური ჰიტი "All by myself" იმღერა და ჟიურის ატირება მოახერხა. ქართველ მომღერალს დარბაზიც ფეხზე წამოუდგა და ოვაციები არ წყდებოდა.
ალექსანდრე ზაზარაშვილი სოფელ რუისიდანაა და უკრაინაში, ოჯახთან ერთად, სპეციალურად კონკურსისთვის ჩავიდა.
ქართველი მომღერლის წარმატებას საართველოშიც ეხმაურებიან.
“დავბერებულვარ გენაცვალეთ. ქართველი მამის ტირილზე კი გადმომსკდა ცრემლი მეც.
ბავშვი ფენომენალური”- წერს ნიკა გვარამია.
"რა მაგარი ბიჭი ხარ, უნიჭიერესი, ბრავო! ვამაყობ თქვენით."- ასე ეხმაურება მის გამოსვლას მომღერალი, სოფო ნიჟარაძე.
ალექსანდრე ზაზარაშვილი ქართულ მუსიკალურ პროექტებშიც იღებდა მონაწილეობას. უკრაინულ "ვოისში" კი ოთხივე ჟიურის წევრი შემოაბრუნა და დიდი მოწონება დაიმსახურა.