ამერიკაში, ოჰაიოს შტატში მცხოვრებმა 26 წლის ხუან ლეონ-გომეზმა 11 წლის გოგონა გაიტაცა და მასზე იძალადა. დამნაშავე უკვე დაკავებულია და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. ბავშვის გადარჩენა დამნაშავის მეზობელმა გადაწყვიტა, რომელსაც დანაშაულში მონაწილეობის მიღება არ სურდა.
პოლიციამ შეშინებული გოგონა კარადაში აღმოაჩინა. ცოტა ხანში გაირკვა, რომ ის ფეხმძიმედ იყო. ოჰაიოში მიღებული ახალი კანონის თანახმად კი, გოგონა ვერ შეძლებს ფეხმძიმობის თვითნებურად შეწყვეტას.
Heartbeat bill -ის კანონის მიხედვით, აბორტის გაკეთება აკრძალულია იმ მომენტიდან, როცა ნაყოფის გულისცემა ისმის. - წერია კანონში. რაც დაახლოებით ფეხმძიმობის მეექვსე კვირიდან იწყება.
ფეხმძიმობის მეექვსე კვირაზე შეწყვეტა კანონით ისჯება. აბორტი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე დედას ემუქრება.
კანონმდებლებმა გამონაკლისი არ დაუშვეს ინცესტისა და გაუპატიურების მსხვერპლისთვის. აგრეთვე, არც არასრულწლოვანი ბავშვებისთვის.
იკრძალება ფეხმძიმობის შეწყვეტა მედიკამენტების გამოყენებითაც. ნაყოფი, რომელსაც გული უცემს, მიჩნეულია აშშ-ის მოქალაქედ და მას აქვს ისეთივე იურიდიული უფლებები, როგორც უკვე დაბადებულ ბავშვებს. "ჩვენი მიზანია, დავიცვათ ბავშვები დასაწყისიდან ბოლომდე". - ამბობს ოჰაიონს გუბერნატორი, 72 წლის მაიკ დევაინი.
საშვილონოს გარე ფეხმძიმობა უნდა შეწყდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
გაუპატიურების შედეგად დაფეხმძიმებული ბავშვის ბედი ბევრ ადამიანს აწუხებს. სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება მოთხოვნა, რომ გადაიხედოს და შეიცვალოს კანონი.
Heartbeat bill -ის კანონი ოჰაიოში წელს, ივლისში უნდა მიიღონ. მაგრამ მასზე დამორჩილება მოძალადისგან დაშავებულ გოგონას უკვე მოუწევს.
ოჰაიო ერთადერთი შტატი არაა, სადაც აბორტები აკრძალეს. ეს კანონი კიდევ ხუთ შტატიში - ჯორჯია, კენტუკი, მისისიპი, აიოვა და ჩრდილოეთი დაკოტა - მოქმედებს. თუმცა, მომხდარი ფაქტის გათვალისწინებით, კანონის გადახედვის მიზნით, აიოვაში, კენტუკისა და ჩრდილოეთი დაკოტაში კანონის ამოქმედება შეაჩერეს.
13 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით 51 წლის მამინაცვალი დააკავეს