ლაგოდეხში 16 წლის გოგონას ოჯახი, რომელიც 40 წლის მამაკაცს მოზარდის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, მოძალადის დასჯას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საკუთარი ძალებით აპირებენ ანგარიშწორებას. გოგონამ მოძალადისგან ბავშვი გააჩინა, თუმცა მისი ოჯახის წევრები ახალშობილზე უარს ამბობენ, რის გამოც ის საავადმყოფოში დატოვეს.
"ჩემი ნათესავია ეს კაცი, კარგი ურთიერათიბა გვქონდა. ჩემმა შვილმა არაფერი მითხრამ სანამ მუცელი არ ასტიკვდა. მე საავადმყოფოში გავიგე ორსულობაზე. ჩემს შვილზე რომ იძალადა, დამუქრებია, რომ თუ სადმე იტყოდა, დედას მამა და ძმას მოუკლავდა, დას კი მის მსგვასად გააუპატიურებდა. ბავშვი სავადმყოფოში დავტოვეთ, რად გვინდა სხვისი შვილი. ის კი ამბობს, მე არ ვყოფილვარო, მაგრამ ჩემი გოგო საპირისპიროს ამტკიცებს. მოვითხოვთ პოლიციამ დასაჯოს, თუ არადა ჩვენ დავსჯით", - აცხადებს 16 წლის გოგონას დედა.
არასრულწლოვნის ოჯახის ვერსიას იზიარებენ თანასოფლელებიც. ისინი სავარაუდო დამნაშავის სათანადო დასჯას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, მამაკაცი ხშირად ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.