ბრიანსა და ჯორჯან ტერნეროვებს 5 შვილი ჰყავთ. მათ ტყუპი დიდი ხნის ლოდინისა და მკურნალობის შემდეგ გაუჩნდათ. მამამ ბავშვების დაბადებისთვის ორკვირიანი შვებულება აიღო, რის შემდეგაც იძულებული გახდა, კვლავ დაბრუნებოდა სამსახურს. ახალგაზრდა დედას ძიძა ეხმარება ბავშვების გაზრდაში და ასევე ბებია, რომელიც მიდის მათთან დილის 6 საათზე და საღამომდე რჩება.
იმისათვის, რომ ბავშვები სულ სუფთად იყვნენ ჩაცმულნი, სარეცხის მანქანა სულ ჩართულია. ბავშვები დაახლოებით 60-ჯერ იცვლიან დღე-ღამის განმავლობაში.
დედა ამბობს, რომ სულ ქაოსი აქვთ სახლში და დასასვენებლად არასდროს სცალიათ.
თითოეული ბავშვისთვის ნახევარი საათი სჭირდებათ გამოსაკვებად ისე, რომ როდესაც ბოლო ბავშვს აჭმევენ, პირველს უკვე შია. დღე-ღამეში ოჯახი დაახლოებით 40 ბოთლ რძეს იყენებს.
ქუჩაში სასეირნოდ იშვიათად გამოჰყავთ ბავშვები, რადგან დაბალი იმუნიტეტი აქვთ. როგორც წესი. მშობლები ასეირნებენ 2 ან 3 ბავშვს, დანარჩენები სახლში ელოდებიან საკუთარ რიგს.
"როდესაც ბავშვები დაიბადნენ, ახალი მანქანა შევიძინეთ, რადგან წინა მანქანაში არ იყო ყველასთვის საკმარისი ადგილი. ამაშიც კი ძლივს ვეტევით", - ამბობენ მშობლები.
ბავშვებისთვის საჭირო ნივთების შეძენისთვის რამდენიმე ათასი დოლარი ეხარჯებათ. ახლა მათ ახალი სახლის ყიდვა უნდათ, სადაც მთელი ოჯახი კომფორტულად იგრძნობს თავს. მშობლები ამბობენ, რომ არ ახსოვთ, როგორ გავიდა ერთი წელი. კითხვაზე, აპირებენ თუ არა კიდევ ბავშვების გაჩენას, დედა პასუხობს: "არა, ჩვენ უკვე საკმარისი გვყავს."