ეს ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ერთ-ერთი კერძო სკოლის მეთორმეტეკლასელებს მშობლებმა ნამდვილი სიურპრიზი მოუწყვეს შვილებს. როგორც ამ ვიდეოს ერთ-ერთი მონაწილეები, მაკა ქიტესაშვილი და ნინო გოგოლაძე გვიამბობენ, მშობლები ერთი თვე ბავშვების უჩუმრად ემზადებოდნენ ცეკვაში - მათი ცეკვის მასწავლებელიც ერთ-ერთი მშობელია, ხათუნა ტაბუცაძე, რომელიც ქორეოგრაფია და ეს ნომერი რომ კარგი გამოსულიყო, ამისთვის ძალები არ დაიშურა არც ერთმა მშობელმა.
სიურპრიზი ნამდვილად გამოუვიდათ - ვიდეოშიც არის ასახული ბავშვების ოვაციები და ემოციები. ეს ბანკეტი ამ ნომრითაც დაუვიწყარი გახდება მათთვის.