"ფეისბუქზე" თბილისის 106 საჯაროს სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა
ნონა ყაჯრიშვილმა გაავრცელა ვიდეო, რომელმაც ინტერნეტ სივრცე მოიცვა.
პედაგოგმა სოციალურ ქსელში გამქვეყნებულ საკუთარ ვიდეოს ბედნიერი ზაფხული დაარქვა.
როგორ mshoblebi.ge - სთან საუბარში მასწავლებელი აღნიშნავს, მისი მიზანი ბავშვების გამხიარულება იყო. ჩვენს კითხვაზე, თუ რა რეაქცია ჰქონდა სკოლის ადმინისტრაციას მის ამ ჯესტზე, გვპასუხობს:
"იციან, რომ მხიარული ადამიანი ვარ. სწავლების ბოლო დღეა და ვიფიქრე მხიარულად დავემშვიდობები ჩემს ბავშვებს-თქო. თან იმ ვერსიას გავაჯავრე " გუგლის" რომ დაიდო ინტერნეტში. 18 წელია ინგლისურს ვასწავლი."
რუსკა კილასონია