გუშინ ანუკი არეშიძე იუბილარი იყო. ქალაქის პირველი ლედი 30 წლის გახდა და მრგვალი თარიღი წყნეთში, პომპეზურად აღნიშნა. განსაკუთრებული ყურადღება სპეციალურად ანუკისთვის გაფორმებულმა სუფრამ მიიპყრო, რომელიც ლიმონის ხეივანში იყო გაშლილი. თავად იუბილარიც ლიმონისფერ კაბაში იყო გამოწყობილი და შესანიშნავად გამოიყურებოდა. როგორც გაირკვა, ამ საოცარ სანახაობაზე გარდენია შევარდნაძემ და ანი პირველმა იზრუნეს. წვეულებაზე ბუნებრივია მიწვეულნი იყვნენ კახის და ანუკის მეგობრები, ანსამბლ "შვიდკაცას" წევრები კი გიტარის ფონზე ზრუნავდნენ სტუმრების განწყობის ამაღლებაზე.
თეკლა ჟვანია