ვინც სურსათის გარკვეულ მარაგს წინასწარ ყიდულობს, ზოგჯერ აღმოუჩენია, რომ პროდუქტმა ალაგ-ალაგ ობი მოიკიდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაშინვე უვარგისად ჩავთვლით ამ პროდუქტს და ურნაში გადავუძახებთ. არადა, გარკვეულ საკვებზე სულაც არ ითვლება საშიშად ობის გაჩენა და საკმარისია, დანით მოაშოროთ ის.
რომელ პროდუქტზე გაჩენილი ობია საშიში და რომელზე - სრულიად უწყინარი.
მაგარი და გამომშრალი ყველი
ასეთ სახობებს ობი შიგნიდან არ აზიანებს. ამიტომ გარეგანი ფენის მოცილების შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ.
გამომშრალი და მარილიანი ხორცი
შინ დამზადებული ლორი ან სალიამი თეთრ ნადებს იკიდებს. სხვათა შორის, ზოგიერთი მწარმოებელი ხორცს სპეციალურად ფარავს საფუარით, რათა მათ ხორცში შემღწევი ბაქტერიები შეაჩერონ და პროდუქტი თვეების განმავლობაში იყოს საკვებად ვარგისი.
რბილი ყველი
მაგარი ყველებისგან განსხვავებით, რბილი ყველი სწრაფად ფუჭდება და თუ მას ობი გაუჩნდა, უნდა გადააგდოთ. სანამ შეიძენდეთ, კარგად დააკვირდით ნაჭრებად დაჭრილ ყველს. როგორც წესი, ის საფრთხის შემცველია.
საფრთხილოა ხაჭოც. მასზე ობი იმაზე ადრე გაჩნდება, სანამ მას დაინახავთ.
მურაბა და ჯემი
ობის მურაბის ან ჯემიდან ბოლომდე ამოღება პრაქტიკულად შეუძლებელია. სამწუხაროდ, მასზე უარის თქმა მოგიწევთ.
თხილი და პარკოსნები
მიუხედავად მყარი ტექსტურისა, ობის გამრავლების თვალზრისით, თხილი და პარკოსნები ერთ-ერთ საშიშ პროდუქტად ითვლება. მათი ჭამა არ შეძლება!
მოხალული, უმი, მარილიანი თუ დაშაქრული - როდის არის მიწის თხილი საშიში