მომღერალ ნინი ქარსელაძის მამა, თეიმურაზ (თეკუჩა) ქარსელაძე გარდაიცვალა. თეკუჩა ქარსელაძე რამდენიმე დღის განმავლობაში, ინსულტის დიაგნოზით მართვით სუნთქვაზე კლინიკაში იმყოფებოდა.
"მამა! ახლა წასვლის დრო არ არის…. ხომ დაგპირდი ბევრ რამეს?! ჰოდა არ დამტოვო, მჭირდები! მოიკრიბე მთელი შენი ძალა, ენერგია, იბრძოლე იმისთვის, რომ გადარჩე და გამოძვრე ამ მდგომარეობიდან! მთელი დღე შენთან გავატარე და იცი, რას მივხვდი? ცხოვრება ერთი წამია, ხოდა ამ ცხოვრებაში მხოლოდ სიყვარული ყოფილა მნიშვნელოვანი! მიყვარხარ!" - წერდა ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში.
თეკუჩა ქარსელაძე ხათუნა ჟორდანიასთან დიდი ხნის განქორწინებული იყო. ამის მიუხედავად, ნინის მამასთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. მის შესახებ "პრაიმ-ტაიმისთვის" მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუშიც ისაუბრა: "მამაჩემი ძალიან "ლაითი" ადამიანია. ყველაფერზე დამყოლია. ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს მამასთან. საერთოდ, რაც წლები გადის უფრო ვხვდები დედის და მამის ფასს. ბავშვობაში ასე ვერ ვაცნობიერებდი.ზურამ და ხათუნამ რომ იქორწინეს, მამა მაშინ ციხეში იჯდა, იქედან დაურეკა დედას და ასეთი რამ უთხრა: დემი მური რომ თხოვდებოდა, ყოფილმა ქმარმა, ბრუს უილისმა დაურეკა და უთხრა, თუ გინდა, მეჯვარედ წამოგყვებიო და შენც თუ გინდა, მეჯვარედ წამოგყვებიო.
ხათუნამ კი, კაი რა, თეკუჩა, ნუ ბოდავ რაღაცებსო და ტელეფონი გაუთიშა. მამაჩემი ზურას სიძეს ეძახის.
საოცარი ისტორია გვაქვს ოჯახში. ბებიაჩემი, მამაჩემის დედაც მოდის ჩვენთან სტუმრად და ამაში არაფერი პრობლემა არ არის. პირიქით, ყველა თბილად და ტკბილად იღებს" - აცხდებდა ნინი "პრაიმ-ტაიმთან" საუბრისას.