რამდენიმე დღის წინ ანონიმურმა წყაროებმა რეზო გიგინეიშვილისა და ნადეჟდა ობოლენცევას ქორწილის შესახებ გამოაქვეყნეს ინფორმაცია. ქართველმა რეჟისორმა რუს ბიზნესვუმენზე იქორწინა.
18 ივლისს წყვილმა ოფიციალურად დაარეგისტრირა ქორწინება.
რეზო ჯერ კიდევ 2017 წელს გაეყარა ნიკიტა მიხალკოვის მსახიობ ქალიშვილს - ნადიას. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ. გოგონა - ნინი და ვაჟი - ივანი. მანამდე მისი ცოლი იყო რუსი მომღერალი ანასტასია კოჩეტკოვა, რომელთანაც ასევე ჰყავს შვილი.