ამ ბავშვს მართლაც ძალიან ამსგავსებენ რიანას, არა მხოლოდ მისი თაყვანისმცემლები, არამედ მისი ახლო მეგობრებიც და თავად მომღერალიც კი აღიარებს ამას.
ფოტო თავად რიანამ გამოაქვეყნა ინსტაგრამზე და მიაწერა: „კინაღამ ტელეფონი გამივარდა ხელიდან“. მის ფანებს თავიდან ეგონათ, რომ ეს მომღერლის ბავშვობის ფოტო იყო, ან გამაახალგაზრდავებელი ფილტრის შედეგი. მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ეს 6 წლის გოგონა ალაა, რომელიც მართლა ორეულივით ჰგავს ვარსკვლავს.
ფოტო ბავშვის დედას გამოუქვეყნებია ინსტაგრამზე და რიანა მოუნიშნავს ფოტოს ქვეშ. როდესაც მომღერალმა ფოტო ნახა, გადაწყვიტა, თავადაც გამოექვეყნებინა და ნამდვილ ინტერნეტვარსკვლავად აქცია ალა.
მსგავსებამ ვარსკვლავებიც გააოგნა. სნუპ დოგმა დააკომენტარა: „როდის მოასწარი ბავშვის გაჩენა?“, მირანდა კერმა კი მიაწერა ფოტოს: „საოცრება“.
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ რიანამ გამოაცხადა, რომ ძალიან უნდა დედობა. ალბათ, ამ ბავშვის ამბავი კიდევ უფრო მეტად უბიძგებს, რომ დააჩქაროს პროცესები და პირადი ცხოვრება აიწყოს მალე.