გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე გარდაცვლილ მეუღლეს, ყველასთვის საყვარელ გოგიჩას ემოციურ პოსტს უძღვნის:
"...ვიკრიბებით... არც ამ დღის სახელს ვამბობ და არც ადგილს, იმიტომ, რომ არაფერს ვცნობ! არც უშენობას ვცნობ, უბრალოდ არ ვიცი, სად ხარ და იცი შენ, რომ ასეთ დროსაც არასდროს დამირეკავს შენთვის "სად ხარ“ , ან "როდის მოხვალ-თქო“... ჰოდა, ასეა ახლაც...
სათაურები არ ცვლის გარემოებას, არც ერთი არ ვგიჟდებოდით "ხელშესახებზე", სამაგიეროდ გვქონდა ყველაზე მეტი და მარტო ჩვენი, ერთგული მეგობრები, ჩვენი სასაუბრო ენა, რომელიც მარტო ჩვენ გვესმოდა, თამაში რომელიც მარტო ჩვენ ვიცოდით...
...ტკივილიც, რომელიც მარტო ჩვენ შევძელით, დღესასწაულად გვექცია. მე შენთვის ვცეკვავდი, ვმღეროდი, თან არც ერთი რომ არ გამომდის, მაგრამ შენ გიხაროდა და მეც მიხაროდა. ასე ვიგებდით ამ ჩუმ ბრძოლაში თითო დღეს...
და არც მაშინ ვცნობდი, რომ ის მოგებული დღე იმავდროულად წაგებაც იყო...
არ დამთავრებულა, თუ ისევ განიცდიო... ისევ გესაუბრები და ისევ ისე მიყვარხარ. როგორც კი უცებ უშენობის შემეშინდება, მაშინვე უეცრად სიყვარულის დიდი ტალღა მოდის და ვგრძნობბ და ზუსტად ვიცი, რომ შენ მიგზავნი სხვისი გულით ამ ულევ სითბოს... როგორი ხარ... ყველგან ხარ და აბა, რანაირად დავიჯერო, რომ შენ....
მიყვარხარ და იცოდე, არ ვცნობ სხვა რეალობას... სახლში ახალი სათამაშო გაქვს. ზუსტად ვიცი, რომ იცი და გაგიხარდა... კიდევ გაგახარებთ, შენ არ მოიწყინო, კარგიი პრრრუუუ... ცამდე მიყვარხარ, ყველაფერი შენით გაიჟღინთა, იმდენი სიყვარული დატოვე!!!
მადლობ თქვენ, მეგობრებო, ყველა თქვენთაგანს, წამის მეასედისთვისაც, რომელიც ამ სიკეთის სიცოცხლისთვის გვაჩუქეთ... არ მოიწყინოო, პრუუუუ, მანდაც ხომ ბევრი სიკეთის ადამიანი დაგხვდა..."
მისი პოსტი ასევე ემოციური წინასიტყვაობით გააზიარა გოგიჩას ქალიშვილმა ნანუკა გოგიჩაიშვილმა:
"სიტყვები როგორ მინდა შევარჩიო, ვცდილობ, მაგრამ არ ამომდის პირიდან სათანადო სიტყვა... არ გამიზიარებია ჩემი უსაზღვრო სიყვარული, ტრაგედია თუ ბედნიერება არავისთვის, ყოველთვის ყველაფერს ხარბად მხოლოდ ჩემთვის ვიტოვებდი... მამა, მადლობა, ამხელა დაუნდობელ სიზმარშიც რომ მაძლიერებ, ამ დროსაც რომ ცდილობ, "ბედნიერი" ვიყო... არ აქვს სიტყვებს არანაირი აზრი, არ ვცნობ უშენობას, არ წავიკითხავ არც ერთ სიტყვას, რომელიც შენთან არაფერშუაშია!!!! ამდენი დღე გავიდა უშენოდ... ჩემთან ხარ ყოველ წამს. უღრმესი მადლობა, შენი აქ ყოფნით მაძლიერებ. უშენობა არ არსებობს! პაღუნია".