ვინ იყო13 წლის ბიჭი, რომელიც გუშინ დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა - მშობლები

ვინ იყო13 წლის ბიჭი, რომელიც გუშინ დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

2019-08-12 10:50:49+04:00

ჭიათურაში 13 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი მოზარდი ანრი კურტანიძეა, რომელიც ჭიათურის პირველ საჯარო სკოლაში სწავლობდა. როგორც მეზობლებმა mshoblebi.ge-ს განუცხადეს, გარდაცვლილი მოზარდი აბაზანაში დედამ იპოვა.

ჯერ უცნობია, საიდან გადმოვიდა დენი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

მერი ბლიაძე