ჭიათურაში 13 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი მოზარდი ანრი კურტანიძეა, რომელიც ჭიათურის პირველ საჯარო სკოლაში სწავლობდა. როგორც მეზობლებმა mshoblebi.ge-ს განუცხადეს, გარდაცვლილი მოზარდი აბაზანაში დედამ იპოვა.
ჯერ უცნობია, საიდან გადმოვიდა დენი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
მერი ბლიაძე