"ჩემი ცოლის დაქალების" მონაწილე, მსახიობი სალომე შარვაძე დღეს იუბილარია. ბუნებრივია, ამ დღესთან დაკავშირებით უამრავი მილოცვა მიიღო, მაგრამ გამორჩეული მისი მეუღლის, მამუკა არველაძის პოსტი იყო:
„ჩემო ერთადერთო და უსაყვარლესო, გილოცავ დაბადების დღეს! მაბედნიერებს შენი ყოველი გაღიმება და მუდმივად ვეცდები ღიმილიანი და ბედნიერი იყო. მიყვარხარ ცამდე და მის ზევით... მიყვარხარ სიყვარულზე მეტად!
ვარ ბედნიერი, რომ ჩემს გვერდით ხარ და მადლობას გიხდი ამ ბედნიერებისთვის“.
სალომეს და მამუკას ერთი გოგონა - მართა ჰყავთ, რომელსაც დედასთან გამორჩეული ურთიერთობა აქვს. დედა-შვილი ზაფხულს ზუგდიდში ატარებენ. დასვენების ამსახველ ფოტოებს კი სოციალურ ქსელში აზიარებენ.
თეკლა ჟვანია
"12 წელი... მიყვარხარ" - სალომე შარვაძემ შეუღლების 12 წლის იუბილე საქორწილო ფოტოებით მიულოცა ქმარს