ცნობილი ტელეწამყვანი მაია ასათიანი ინსტაგრამის აქტიური მომხმარებელია და შესაბამისად, თითქმის ყველაფერი ვიცით, რაც მის ცხოვრებაში ხდება.
აშკარაა, რომ ტელეწამყვანს მზე და წყალი ძალიან უყვარს, თითქმის მთელი ზაფხულია, ის მზის ქვეშ ირუჯება, როგორც საკუთარი სახლის ეზოში, ასევე კახეთის ერთ-ერთი პრესტიჟული სასტუმროს აუზზე.
მაია ასათიანი ცოტა ხნის წინ, დასასვენებლად საზღვარგარეთ გაფრინდა. ის მალტაზე ისვენებს და დასვენებით განსაკუთრებულად მოხიბლულიც ჩანს.