კიმ კარდაშიანი და კენი უესტს სავსებით სწორად შეგვიძლია ვუწოდოთ ყველაზე ცნობილი წყვილი მსოფლიოში. მორიგი პატარას დაბადება თვის მთავარი მოვლენა გახდა. ბედნიერ ოჯახს უკვე 4 შვილი ჰყავს.
2013-ში დაიბადა მათი გოგო ნორტ უესტი, ორი წლის შემდეგ ბიჭი - სეითი. ამის შემდეგ კიმს უთხრეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ბავშვის გაჩენა არ იქნებოდა უსაფრთხო. თუმცა, წყვილი მაინც არ გაჩერდა. 2018 წლის იანვარში, სუროგაციის დახმარებით ქვეყანას მოევლინა ჩიკაგო. წლის ბოლოს კიმმა ერთ-ერთ ტელეშოუს გულახდილი ინტერვიუ მისცა.
მან განაცხადა, რომ 3 შვილზე მეტის გაჩენას არ აპირებდა, მაგრამ კეინი ითხოვს მისგან 7 შვილს. თითქოს ჩაიციკლა შვიდიანზე... კიმმა ისიც განაცხადა, რომ რეპერი უკვე კატეგორიულად მოითხოვს ამასო.
"ვერ ვრისკავ მეტი ბავშვის ყოლას, ღამეები არ მძინავს, ვფიქრობ როგორ იცხოვრებენ ამ არანორმალურ სამყაროში", - გულახდილად ამბობდა კიმი.
გასაგებია, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, თვითონ გააჩინოს ბავშვები, არსებობს სუროგაციაც, მაგრამ მარტო გაჩენა ხომ არ არის, ბავშვებს აღზრდა სჭირდებათ, თითოეულს მთელი შენი თავი უნდა მიუძღვნა, აპოვნინო თავისი გზა და თავი ცხოვრებაში. ერთისთვისაა ეს ყველაფერი რთული და შვიდისთვის...
იანვარში გავრცელდა ხმები, რომ კიმი და კენი კიდევ გეგმავენ ახალ წევრს ოჯახში. 10 მაისს მათ გაუჩნდათ მეოთხე შვილი - პსალმი.
გამოდის, რომ ან კენი ძალიან მომთხოვნია, ან კიმი უბრალოდ დათანხმდა, მაგრამ ვფიქრობთ, კიდევ გველოდება სიახლე ვარსკვლავური ოჯახიდან. შესაძლებელია ბედნიერი მშობლები კომპრომისამდე მივიდნენ და 5-ზე შეჩერდნენ? დაველოდოთ მოვლენებს...