გუშინ პეკინის ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. დამნაშავე დაკავებულია და ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ალბათ ძალიან ძნელია აუხსნა პატარას, რატომ მიაყენა ტკივილი უცხო ქალმა და ვინაა ამ ამბავში დამნაშავე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალს სერიოზული პრობლემები ჰქონდა და წლების წინ მკურნალობდა კიდეც.
3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული 51 წლის ქალი დააპატიმრეს
ბუნებრივია, ამ თემას საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები გამოეხმაურნენ.
მაია კაჭკაჭიშვილი:
"აქ ვეღარ შემოვდივარ, ყველას ბავშვის კადრები უდევს და ყოველ ჯერზე პანიკური შეტევა მეწყება... ყოველ ჯერზე პოტენციური მკვლელი ვხდები!! აი, ასე შეუძლია სხვა ადამიანს, გაგხადოს ბოროტი! რაც არ უნდა მშვიდად და კარგად გინდოდეს ცხოვრება, მაინც არ დაგაცდიან და ისეთ წარმოუდგენელ სიტყვებს გათქმევინებენ, ადამიანად აღარ ჩათვლი თავს!!! აი, რამდენი პოსტი წავიკითხე, თუ როგორი მეთოდით უნდათ ჩაქოლონ ეს ქალი, ეს უკვე საშინელებაა!!!
მე მესმის პროტესტი, მაგრამ სადღაც ქვეცნობიერში ჩვენც უარესის გამკეთებლები ვართ? არ ვიცი... მეც მაქვს ჩემი მეთოდი, თუ როგორ გავამწარო ის ქალი, მაგრამ მე კარგი ვარ ამ შემთხვევაში? მოკლედ, მართლა ვერაფერი ვეღარ გავიგე"
ნანუკა ჟორჟოლიანი:
"მე მყავს ჩემი ფსიქიატრი. ეს განცხადება გადაცემაში გავაკეთე ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ადამიანებს ამ თემაზე არსებული სტიგმის მოხსნაში დავხმარებოდი. საჯაროდ მოვყევი ძალიან პირადი ინფორმაცია. რა მჭირდა, რა მაწუხებდა და აღმოვაჩინე, რომ ასობით ადამიანს (რასაც მიღებული წერილები ადასტურებდა) თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალება მივეცი.
დაინახეს, რომ მარტო არ არიან და დაინახეს, რომ შეიძლება გყავდეს ფსიქიატრი, მაგრამ ცხოვრობდე სრულყოფილი ცხოვრებით.
ეს ქალი სავარუდოდ სტიგმის მსხვერპლია, რის გამოც აალბათ ფსიქიატრთან არც კი მისულა. ფსიქიატრთან ასევე უნდა წავიდეს ყველა, ვინც მის ჩაქოლვას ითხოვს."
თეონა ბაღდავაძე:
"ჯერ ბავშვი შეგვეცოდა, მერე მშობელი, მერე მშობელი გავლანძღეთ, თან გამვლელები მოვაყოლეთ. ჯერ ჩვენი ბრალია, მერე ჩვენ რა შუაში ვართო, ჯერ დამნაშავე ავკუწოთო, მერე ვუმკურნალოთო, მერე ვინც სამკურნალოა ჯერ იმათ ვუმკურნალოთო, მთავრობის ბრალია და თან ნარკოტიკების გასაღებაზე რომ ხალხი ზის, ისინი მაინც გამოვუშვათო და მართლა მაინტერესებს, აქამდე რანაირად მოვაღწიეთ?"
მაია ცირამუა:
"გაშეშება - მოულოდნელად თავსდამტყდარ უბედურებაზე, ერთ-ერთი ბუნებრივი რეაქციაა და შევეშვათ ახლა ბავშვის მამის და ზოგადად იქ შემსწრე ადამიანების დამუნათებას.
ასეთი საშინელების გაგებისას გაბრაზებაც ნორმალურია, მაგრამ ამის მართვა შესაძლებელია, არ არსებობს ალბათ ადამიანი, ვინც წამიერად არ წალეკა ყველაზე სასტიკმა აზრებმა... ქალი უკვე დაკავებულია და ეს ლინჩი - ჩაქოლვა, კოცონზე დაწვა და ა.შ. მხოლოდ კიდევ უფრო საშიშს ხდის სიტუაციას".
თამუნა მუსერიძე:
"საწყალი ბავშვი. წევს ახლა და ალბათ ვერ ხვდება რა დააშავა, რატომ ატკინეს, რატომ ატირეს. ოთხი წლის შვილს როგორ უნდა გააგებინო, რომ ბოროტი ადამიანები უმიზეზოდ ჭრიან და სერავენ ბავშვებს, რომ მისი ბრალი არ არის, გარეთ რომ გამოვა, ასე სადისტურად აღარ მოექცევიან, მშობლების ბრალი არ არის ის, რომ ვერ დაიცვეს. რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება..."
თეკლა ჟვანია