ბოლო დროს, განსაკუთრებით კი სასწავლო წლის დაწყებამდე, მშობლების დიდი ნაწილი სკოლების შერჩევით არის დაკავებული. ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად აფორიაქებული პირველკლასელთა მშობლები არიან. ამ თემაზე ჩვენმა მკითხველმა გადაწყვიტა წერილი მოეწერა, რომელსაც უცვლელად გთავზობთ:
"მშობელთა იმ კატეგორიას, რომელსაც სამსახური აქვს და ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავს, ურჩევნია, ან უფრო სწორად, უწევთ ბავშვის კერძო სკოლაში მიყვანა. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ სოლიდური თანხა უნდა გადაიხადონ, 6 წლის ბავშვი მთელ დღეს სკოლაში ატარებს და იმაზე მეტად იქანცება, ვიდრე ეს უფროსებს წარმოგვიდგენია. ეს რაელობა ყველასათვის ნაცნობია და რა უნდა ქნან ახალგაზრდებმა, თუ სხვა გამოსავალი არ არსებობს. ამიტომ მათ შესახებ არაფერს ვიტყვი, მხოლოდ მშობლებს მინდა დედა-შვილურად ვესაუბრო, რომლებმაც ბებია-ბაბუის წვლილი საერთოდ დაივიწყეს. რატომ ეწინააღმდეგებიან დედამთილებს, მამათილებს, რომლებსაც სურთ დაეხმარონ შვილიშვილების აღზრდაში. თავს არ გამოვიდებ და არ ვიტყვი, რომ ყველა ბებიას ან ბაბუას ერთნაირად აქვს სურვილი და უნარი დაეხმაროს შვილს ბავშვის აღზრდაში, მაგრამ ვისაც სურვილი აქვს და უნარი, იმას რას ერჩით. რამდენს შრომობთ, რომ სამსახური და შემოსავლი გქონდეთ, ნაშოვნს ფულს კი არ უფრთხილდებით. ამას საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით. ორი შვილიშვილი მყავს. ერთი მესამე კლასშია, მეორე პირველ კლასში წელს მიდის. ჩემი შვილი და რძალი ცალკე ცხოვრობენ, ორივე მუშაობს. უფროსი შვილიშვილი საჯარო სკოლაში შევიყვანეთ, სკოლიდან მე გამომყავდა, ცოტა ხანს ვასვენებდი, შემდეგ ვამეცადინებდი და სათამაშო დროც რჩებოდა ბავშვს, დედ-მამაც მშვიდად იყო, არც
ფული ეხარჯებოდათ და არც იმის დარდი ჰქონდათ, ბავშვი როგორ იყო. ახლა მეორე შვილიშვილსაც მომაბარებენ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ფორმით შვილებს ვეხმარები შვილიშვილების აღზრდაში. ჩემს ირგვლივ ბევრი ბებიაა ჩემსავით, რომლებსაც სურვილი აქვთ დაეხმარონ შვილებს, მაგრამ თანამედროვე რძლებს დედამთილებს გაზრდილი შვილები უნდათ ქმრად, შვილიშვილების აღზრდას კი არ ანდობენ, ასე გამოდის. თუმცა არიან ისეთი შვილებიც და რძლებიც, რომლებსაც დედამთილი სახლში არ უნდათ რომ ჰყავდეთ და შორიდან ითხოვენ დახმარებას, ხელშეწყობას.
ახალგაზრდებო, თუ მშობლები მოწადინებული არიან დაგეხმარონ, ნუ შეაქცევთ მათ ზურგს. ბევრი თვენგანი მოდას არის აყოლი და ვერც კი იაზრებს, ფული როგორ დაზოგოს და ოჯახისთვის სასიკეთოდ როგორ მოიქცეს.
ნინელი, 52 წლის
აი, რატომ ცვლიან ბებიებს ძიძებით
მეცნიერების დასკვნა - ბებიები, რომლებიც შვილიშვილებს უვლიან, 10 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობენ
"ეს ბებიები და ბაბუები... თვითმკვლელობაზეც მიფიქრია, ისეთ დღეში მაგდებენ" - როცა დედა ტუქსავს, ბებიები კი ეფერებიან ბავშვებს