ახალგაზრდა წყვილის თემო ბექაურისა და თათია ზაალიშვილის ქორწილის ვიდეოკლიპმა ინტერნეტსივრცე მონუსხა და სოციალური ქსელის მომხმარებლებმაც არ დაიშურეს მათ მიმართ კომპლიმენტები:
"ნამდვილი ბარბი პატარძალი", "ვაიმე, რა საოცარი წყვილია", "ბიჭის რეაქცია არის სასწაული, გოგოს რომ დაინახავს", "აუ, რა კარგები არიან, ღმერთო... ეგეთებმა 6 შვილი უნდა გააჩინონ, თავისნაირი ლამაზები და კარგები", "საუკეთესო ვიდეოა, მგონი, რაც მინახავს თქვენი", "ულამაზესი წყვილი, ვიდეოც სუპერ" , - ეს იმ დადებითი კომენტარების მოკლე ჩამონათვალია, რასაც ვიდეოს მნახველი ფეისბუქმომხმარებლები წერენ.
როგორც mshoblebi.ge-სთან საუბარში თათია აღნიშნავს, ვიდეოს კულმინაციური ნაწილი კოჯრის ციხესთანა გადაღებული, ხოლო იდეა wedding guy-ს ეკუთვნის და ვიდეოც მისი გადაღებულია.
- ჯვარი ჯვრის მონასტერში დავიწერეთ.
- ელოდით, რომ თქვენს საქორწილო კლიპს ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა?
- არა, არანაირად არ ველოდი. მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის.
- რამდენხნიანი ურთიერთობის შემდეგ გადაწყვიტეთ ოჯახის შექმნა?
- 2 წელია ერთად ვართ, 1 წლის წინ ხელი მთხოვა, ახლა კი ქორწილი გადავიხადეთ.
- რამდენი წლის ხართ და რას საქმიანობთ?
- თემო 26 წლისაა, მე - 23- ის. ჩემი ქმარი ფეხბურთელია. მე IT და მარკეტინგ მენეჯერი ვარ. ვცხოვრობთ თბილისში.
რუსკა კილასონია
ქართველი ბიჭისა და ჩერქეზი გოგოს სიყვარულის ისტორია და ფოტოები საოცარი ქორწილიდან - სიყვარულის გამო შეცვლილი სარწმუნოება