ისინი ქმნიან ადამიანის მსგავს წყვილებს. ეს ცხოველები ზრუნავენ მეუღლეებზე, ერთად ასწავლიან შვილებს საკვების მოპოვებას და უყოფენ საკვებს. გთავაზობთ ყველაზე მეგობრულ ოჯახებს ცხოველთა სამყაროში.
1. გედები აღიარებულნი არიან სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოდ. მხოლოდ ერთხელ ქორწინდებიან. შთამომავლობაზე ერთად ზრუნავენ.
2. მგლების ერთგულებაზე ლეგენდები დადის. ერთად ზრუნავენ შვილებზე და უნაწილებენ საკვებს. დაძაბულობა იზრდება გაზაფხულზე, გამრავლების პერიოდში. მდედრი მგელი ყურადღებას აქცევს თავის რჩეულს, რათა რომელიმე ახალგაზრდა მდედრმა მგელმა თვალი არ დაადგას თავის რჩეულს. იგივე ხდება მამრ მგლებში.
3. სპილოებს ძალიან ძლიერი მატრიარქარული ოჯახები აქვთ. ჯოგს მდედრი სპილო უდგას სათავეში. ისინი ყურადღებას აქცევენ პატარებს. მამრი სპილოებიც იქვე არიან, ოღონდ ისისნი ნაკლებ ყურადღებას აქცევენ შთამომავლობას.
4. პინგვინები არა მარტო მზრუნველი მშობლები არიან, არამედ ერთგული მეუღლეებიც არიან. ისინი მხოლოდ ერთხელ ქმნიან ოჯახს და სამუდამოდ ერთად არიან.
5. დელფინების ზოგიერთ სახეობაში ერთ მამრს 6 მდედრი ჰყავს ცოლად. არიან გამონაკლისებიც, რომელთაც ერთი მეორე ნახევარი ჰყავს სიცოცხლის ბოლომდე. ისინი ერთმანეთზე ზრუნავენ და აქვთ სასიყვარულო ურთიერთობები.
6. ტიპიური სიტუაცია აქვთ არწივებსაც. თუ მოხდა ისე, რომ წყვილს შთამომავლობა არ ეყოლა, ისინი მშვიდი სინდისით შორდებიან ერთმანეთს და სხვა მეწყვილეს ეძებენ.
7. როდესაც მელიები ერთმანეთის მეწყვილეს იპოვიან, ადამიანებივით იქცევიან - ერთად აშენებენ სოროს, ზრუნავენ ერთმანეთზე და შთამომავლობაზე. მდედრი მელიის სიკვდილის შემთხვევაში, მამრი მთელი ცხოვრება მარტო რჩება.