შეიძლება დაგვეთანხმოთ, შეიძლება - არა ხშირად მშობელი ერთს ამბობს და მეორეს გულისხმობს. რაც არ უნდა უხერხული იყოს ამის აღიარება, ფაქტია, რომ ზოგჯერ ასეც ხდება. გთავაზობთ მშობლების ყველაზე "სტანდარტული" ფრაზების სავარაუდო ქვეტექსტებს. შეიძლება დაგვეთანხმოთ, შეიძლება - არა. შეიძლება, უბრალო თავშესაქცევადაც მიიღოთ ეს ამბავი.
როცა მშობელი ამბობს:
პატარა რომ ვიყავი - ნიშნავს - რაღა მახსოვს, ახლა მოვიგონე
კარგი, ვნახოთ! - ნიშნავს - დავიცადოთ, სანამ დაგავიწყდება
მამას ჰკითხე - ნიშნავს - დავიღალე
ვთქვი და მორჩა - ნიშნავს - შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ მე უფროსი ვარ
ჯერ პატარა ხარ, ვერ გაიგებ - ნიშნავს - არ ვიცი, როგორ გაგაგებინო
გაიზრდები და გაიგებ - ნიშნავს - მეც არ მესმის