წელს 54 774-მა მოსწავლემ დაიწყო ცხოვრების ახალი ეტაპი და პირველ კლასში შევიდა. მშობლების ნაწილი უპირატესობას კერძო სკოლებს ანიჭებს. გთავაზობთ ყველაზე მოთხოვნად კერძო სკოლებს 2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რაოდენობის მიხედვით:
თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა-ლიცეუმი მწიგნობართუხუცესი - 181 პირველკლასელი. სულ სკოლაში 1423 მოსწავლეა. იუჯი სკოლა - 164 პირველკლასელი. სულ სკოლაში 871 მოსწავლეა. სკოლა ევრო-2000 – 147 პირველკლასელი. სულ სკოლაში 1010 მოსწავლეა. შპს ნიუტონის თავისუფალი სკოლა - 135 პირველკლასელი. სულ სკოლაში 1261 მოსწავლეა. რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი - 124 პირველკლასელი. სულ სკოლაში 1240 მოსწავლეა. აიბი - მთიები - 121 პირველკლასელი. სულ სკოლაში 1325 მოსწავლეა. წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა - 119 პირველკლასელი. სულ სკოლაში 914 მოსწავლეა. თბილისის მწვანე სკოლა - 111 პირველკლასელი. სულ სკოლაში 1006 მოსწავლეა. ქართულ-ავსტრიული სკოლა ფესვები - 110 პირველკლასელი. სულ სკოლაში 505 მოსწავლეა. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა - 104 პირველკლასელი. სულ სკოლაში 1043 მოსწავლეა.
თამარ იაკობაშვილი