- ახალი სკოლის მოდელი, პირველ რიგში, ორიენტირებულია მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე. დღეს თითქოს ყველა საუბრობს ამის მნიშვნელობაზე, მაგრამ კონკრეტული საგნის ფარგლებში, როგორ უნდა მოხდეს, მაგალითად, კრიტიკული აზროვნების განვითარება, სწორედ ამაზეა ორიენტირებული „ახალი სკოლის მოდელი“.
საუბარია იმაზე, რომ მასწავლებლებს ვასწავლოთ არა ცალკეული გაკვეთილის დაგეგმვა, რაც უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის, არამედ დავაფიქროთ გრძელვადიან მიზნებზე - რა მიზნით ასწავლის ბავშვს საგანს, როგორ გამოიყენებს მოზარდი ამას ცხოვრებაში, როგორ დაუკავშირებს მოსწავლე კლასში შეძენილ ცოდნას მის ირგვლივ არსებულ რეალობას, ანუ ცხოვრება უნდა შემოვიდეს გაკვეთილზე, როგორ მოახერხებს ცოდნის ტრანსფერს სხვადასხვა სიტუაციებში..
ეს არ არის პედაგოგების ტრენინგი, პედაგოგებთან მუშაობა ხდება ე.წ. ქოუჩინგის პრინციპით - ჩვენი თითო ხარდამჭერი ჯგუფი შედის თითო სკოლაში და პედაგოგებთან ერთად ერთობლივად გეგმავს მთელი წლის პროცესს, ცხადია, საგნობრივი მიზნების შესაბამისად. ტექნოლოგიები და მათი მიზნობრივი გამოყენება ახალი სკოლის მოდელის ერთ-ერთი მიმართულებაა.
აქ მთავარი მიზანია, როგორ ვაქციოთ სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლისთვის სახალისოდ ისე, რომ ყველა მოსწავლე იყოს ჩართული, დაინტერესებული, არ არსებობდნენ ე.წ. აკადემიურად ჩამორჩენილი მოსწავლეები. ახალი სკოლის მოდელი ითვალისწინებს ისეთი კომპლექსური/პროექტული დავალებების შეთავაზებას, რომელშიც ყველა მოსწავლე იქნება ჩართული და ყველა თავის შესაძლებლობას გამოავლენს. რაც მთავარია, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, მოსწავლეებმა წინასწარ იციან, რა კომპლექსური დავალება უნდა შეასრულონ თემის გავლის შემდეგ და ამისთვის რა ახალი საკითხების შესწავლა დასჭირდებათ. ეს არის მთავარი და ძირითადი განმასხვავებელი.
- გაზაფხულზე ჩაერთო 65, ახლა, სექტემბერში დაემატა კიდევ 100 სკოლა.
- სკოლებში თითო სემესტრით შევდივართ, შარშან იმ 65 სკოლაში ცოტა გვიან შევედით, მარტის ბოლოს, ანუ მთელი სემესტრი არ ვიყავით. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთი სემესტრი დავრჩენილიყავით, თუმცა სხვა შემთხვევებში, თითო სკოლაში თითო სემესტრი დავრჩებით და დაახლოებით, ხუთ-ექვს წელიწადში უნდა დავფაროთ ყველა სკოლა.
- მე სამოცდახუთივე საპილოტე სკოლის წარმომადგენლებს შევხვდი და უშუალოდ პედაგოგებისგან რაც ვიცი, ამას გეტყვით. რაღაც აქტივობებს, ცხადია, ისინი აქამდეც აკეთებდნენ და თან ძალიან საინტერესო აქტივობებს, მაგრამ ეს ყველაფერი მთლიან სისტემაში მოექცა, სწავლისა და სწავლების პროცესი გახდა ძალიან საინტერესო ბავშვებისთვის. ანუ ჩვენი მიზანია, სკოლა იქცეს იმ ადგილად, სადაც ბავშვს მისვლა უხარია და სადაც მოზარდები ხედავენ, რომ თავიანთ შესაძლებლობებს ხსნიან, აღმოაჩენენ თავიანთ თავში სხვადასხვა უნარს, რეალიზდებიან და ეს არის ყველაზე მთავარი.
- ცხადია, მოიცავს. თქვენ ახსენეთ ტექნოლოგიური მიმართულება, ეს დაკავშირებულია შესაბამის აღჭურვასთან, ტექნიკურ გამართულობასთან. აქტიურად გამოიყენება ტექნოლოგიები ამ პროცესშიც. თქვენ იცით, საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება ყოველწლიურად, თუნდაც ბუკების შეძენაზე, თუნდაც კომპიუტერული კლასების მოწყობაზე. მთავარი ის არის, რომ ეს ბუკები არ დაგვრჩეს უსარგებლოდ. სწავლა-სწავლების პროცესში პედაგოგმა უნდა შეძლოს მათი მიზნობრივი გამოყენება. ეს არის კომპლექსური მიდგომა, ამიტომაც, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში სწავლა-სწავლების პროცესის ტრასფორმირებას მოჰყვება შესაბამისი ტექნიკური და ინფრასტრუქტურული გამართულობაც.
- დიახ, ვიცით ამ პრობლემების შესახებ. იმ 165 სკოლაში, სადაც შევედით და იყო ამ ტიპის პრობლემა, ყველგან აღმოიფხვრა. მსგავსი ტიპის პრობლემების მოგვარება რეფორმის თანმდევია. რაც შეეხება დასუფთავების თანამშრომლების პრობლემას, ეს საკითხი თვითონ სკოლის გადასაწყვეტია. სამინისტრო, ცხადია, არ იძლევა ასეთ მითითებებს, დასუფთავების რამდენი თანამშრომელი ჰყავდეს სკოლას, როგორ, რა რეჟიმით იმუშაოს.
მინდა ვთქვა, რომ წელს უპრეცენდენტო რაოდენობაზე გავედით ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით, სადღაც 700-მდე სკოლას სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყოველ წელს მინიმუმ ხუთასი სკოლა მოექცევა ამ პროცესში.
- ამ საკითხზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ რაც მთავარია, მთავრობამ, განათლება პრიორიტეტად გამოაცხადა და ეს ცარიელი სიტყვები არ არის, ეს აისახება ბიუჯეტშიც, არ ვიცი ცვლილება როგორ და რანაირად არის დაგეგმილი, მაგრამ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დაწყებული რეფორმები ნამდვილად გაგრძელდება და არ შეფერხდება. ეს ყველაფერი 5-6 წელზეა დაგეგმილი და გათვლილი.
- ყველაზე დიდ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ სახელმძღვანელო იყოს შინაარსობრივად, მეთოდურად გამართული და დაეხმაროს მასწავლებელს, რომ მიზნებზე, მოსწავლეებზე ორიენტირებულად წარმართოს სწავლა-სწავლების პროცესი. ამ კუთხით, წლევანდელი მე-7 კლასის სახელმძღვანელოები წინა თაობის საბაზო საფეხურის სახელმძღვანელოებისგან თვისებრივად გაუმჯობესებულია. თუკი შედარებას გავაკეთებთ, ისტორია, გეოგრაფია ნამდვილად არის თვისებრივად გაუმჯობესებული.
ამასთან, კვლავ სუსტ წერტილად გვრჩება მასწავლებლის წიგნი თითქმის ყველა საგანში, სადაც ძირითად შემთხვევებში, ზოგადი რეკომენდაციებია მოცემული და რეალურად, ეს არ არის ქმედითი სახელმძღვანელო, რასაც მასწავლებელი დაეყრდნობა და გამოიყენებს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შეგვედგინა კონკრეტული ფორმები მასწავლებლის წიგნისთვის, რომლის მიხედვითაც სახელმძღვანელოს ავტორს მოეთხოვება კონკრეტულ თემასთან მიმართებით გაწეროს ინსტრუქციები, როგორ უნდა აიგოს და გაიშალოს თემა თავისი საკვანძო შეკითხვებით, აქტივობებით, კომპლექსური დავალებებით, რაზე გაამახვილოს ყურადღება და ა.შ. ცხადია, შარშანაც იყო და წელსაც გაგრძელდება ავტორებთან კონსულტაციები და პირისპირ შეხვედრებისას უფრო მეტ კონკრეტულ ნიმუშს მივცემთ, თუ როგორ შეიძლება საგნის სტანდარტის მოთხოვნები კონკრეტულ თემაში რეალიზდეს.
- მეშვიდე კლასის სახელმძღვანელოების გრიფირება 2018-2019 სასწავლო წელს ჩატარდა და წელს, სექტემბრიდან შევიდა სკოლებში. ახლა მერვეზე ვაცხადებთ გრიფირებას და ის მომავალი წლიდან შევა სკოლებში.
- ავტორები სხდებიან და ამზადებენ ამ სახელმძღვანელოებს. ცხადია. ჩვენთან და სამინისტროს საგნობრივ ექსპერტებთან გადიან კონსულტაციებს. დეტალურად ვუხსნით, რა არის კონკრეტულ საგანში სტანდარტის მოთხოვნა, შინაარსობრივი თვალსაზრისით, მეთოდიკური თვალსაზრისით, შეფასების კუთხით.
- "დედა ენა" დაბრუნდა სკოლაში, არასწორი ნათქვამია. პირველ კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ამჟამად არსებული გრიფირებული სახელმძღვანელოებიც ეყრდნობა და შეიცავს იმ პრინციპებს, რომლებიც გოგებაშვილს ჰქონდა გათვალისწინებული თავის დროზე, თუმცა თქვენ რომელ დედა ენაზეც საუბრობთ, ამ სახელმძღვანელოს გრიფირების პროცედურები იმ სტილით, რომლითაც ყველა სახელმძღვანელო გადის, არ გაუვლია იმიტომ, რომ პარლამენტის დავალება იყო, შექმნილიყო სპეციალური კომისია, რომელიც ამაზე იმუშავებდა, შეიქმნა ეს კომისია და იმუშავა ამ საკითხზე და დაიდო პროდუქტიც. ალბათ, ყველაზე უკეთ პედაგოგები შეაფასებენ ამ სახელმძღვანელოს მას შემდეგ, რაც პრაქტიკაში გამოცდიან.
ხატია ვარდოსანიძე