პირველი ნოემბრიდან ბუნებრივი აირის მოწყობილობების მოხმარებაზე ახალი რეგულაციები ამოქმედდება. თუ გეგმიური შემოწმების დროს ინსპექტორები აღმოაჩენენ, რომ ბუნებრივი აირის მოწყობილობები არასწორადაა დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს, უფლება ქვთ დაუყონებლივ მოხსნან. იმ შემთხვევაში, თუ სახლის მეპატრონე უარს იტყვის დემონტაჟზე, ინსპექტორს უფლება ექნება, პოლიცია გამოიძახოს.
ახალი რეგულციის მიხედვით, თუ სახლში გაუმართავი ბუნებრივი აირის მოწყობილობაა, არის თვითნებურად დამონტაჟებული, გამოყენებულია ისეთი მილები, რომლებიც არ შეესაბამება სტანდარტებს, 2021 წლიდან ფიზიკური პირები 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირები და საჯარო დაწესებულებები 500 ლარით დაჯარიმდებიან.
ფაქტის განმეორების შემთხვევაში, ჯარიმების რაოდენობა იზრდება ფიზიკური პირებისთვის 100 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირებისთვის და საჯარო დაწესებულებებისთვის 1500 ლარამდე.
დამატებითი რეგულაციების შემოღება ბოლო დროს ბუნებრივი აირის შედეგად გახშირებულ უბედურ შემთხვევებს უკავშირდება. "თბილისი ენერჯი" აქვეყნებს ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ სექტემბრის თვეში 2918 კუსტარულად დამონტაჟებული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს. თავიდან შემოწმების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა თვითნებურად მიაერთეს და კვლავ იყენებდნენ.
თამარ იაკობაშვილი