ბავშვი, რომელიც მუდმივად კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა, სწავლობს საკუთარი თავის და სხვების მუდმივ დადანაშაულებას. ბავშვი, რომელსაც დასცინიან, სწავლობს უნდობლობას. ბავშვი, რომელიც არაკეთილგანწყობილ გარემოშია, სწავლობს ბრძოლას. ბავშვი, რომელიც სიბრაზეს გრძნობს გარშემო მყოფებისგან, სწავლობს ტკივილის მიყენებას. ბავშვი, რომელსაც არ ესმის გარშემო მყოფების, სწავლობს, რომ არ უნდა მოუსმინოს სხვებს. ბავშვი, რომელსაც ატყუებენ, სწავლობს სიცრუეს. ბავშვი, რომელსაც არცხვენენ, სწავლობს საკუთარი თავის დამნაშავედ გამოყვანას.
მხოლოდ ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ ამ წრის გარღვევა.... სამაგიეროდ, არის მეორე მხარეც:
ბავშვი, რომელსაც ყოველთვის მოთმინებით ელიან, თავადაც მომთმენი ხდება. ბავშვი, რომელსაც მხარს უჭერენ, სწავლობს დაცვას. ბავშვს, რომელსაც აქებენ, უჩნდება საკუთარი შესაძლებლობების რწმენა. ბავშვი, რომელიც ხედავს პატიოსნებას, სწავლობს სამართლიანობას. ბავშვი, რომელიც უსაფრთხოდ გრძნობს თავს, სწავლობს ნდობას. ბავშვი, რომლის მიმართაც მოწონებას გამოხატავენ, სწავლობს საკუთარი თავის პატივისცემას. ბავშვი, რომლის მიმართაც სიყვარულს გამოხატავენ, სწავლობს სიყვარულს და ასევე, სიყვარულის გაცემას. ბავშვი, რომელსაც არჩევანის თავისუფლება აქვს, სწავლობს პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ გადაწყვეტილებებზე.