ზაზა ფაჩულია და თიკა ალავიძე მრავალშვილიანი მშობლები არიან. წყვილს ორი წლის წინ შეეძინა მეოთხე შვილი - ქალიშვილი ნუცა. პატარა გოგონა ახლახან გახდა ორი წლის. მშობლები ხშირად ავრცელებენ მის ფოტოებს და გოგონა ნამდვილი ინტერნეტვარსკვლავი გახდა - მის ფოტოებს დიდი გამოხმაურებები მოჰყვება ხოლმე.
დათა, საბა, მარიამი და ნუცა მშობლებთან ერთად დიდ დროს ატარებენ. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ცნობილი კალათბურთელი შვილებს უთმობს თავისუფალ დროს, მათ სპორტულ ცხოვრებაშიც არის ჩართული და არდადეგებზე საქართველოშიც მოგზაურობს მათთან ერთად.