მუსიკოსმა სოფო ტოროშელიძემ სოციალური ქსელიდან ამცნო საზოგადოებას, რომ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში მოიწამლნენ ადამიანები და მათ შორის, მისი ქმარ-შვილი. ისინი კლინიკაში მოათავსეს, მომღერალი კი აპირებს, რომ შეხვდეს იმ ადამიანებს, ვინც ასევე მოიწამლნენ იმავე რესტორანში და შესაბამისად იმოქმედოს.
"გთხოვთ გაავრცელოთ ინფორმაცია. რამდენიმე დღის წინ რესტორან "ჩემო კარგოს ქარხანა - Chemo Kargo's Factory”-ში, რომელიც მდებარეობს ბელიაშვილის ქუჩაზე მოიწამლა 4 ადამიანი.
მათ შორის არის ჩემი მცირეწლოვანი შვილი. ამჟამად ვიმყოფებით ინფექციურ საავადმყოფოში, საბედნიეროდ, ფატალურ შედეგს გადავრჩი, თუმცა უმძიმესი ინტოქსიკაცია აქვს.
კუჭ-ნაწლავში აღმოჩნდა სალმონელა ჩხირი, რომელიც ძირითადად ქათმის ხორციდან და კვერცხიდან გადადის. მოწამლულია კიდევ 3 ადამიანი, მათ შორის მაქსიმეს მამა და ჩემი 2 მეგობარი, რომლებიც ასევე საავადმყოფოში იმყოფებიან საშინელი ტკივილებით და ასევე ინტოქსიკაციით! მე მაინტერესებს ვინ აგებს პასუხს და როდის?!"