ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა. ინფორმაციას ,,TV 25" ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ოპელის მარკის მანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ხეს შეეჯახა. მანქანაში 6 არასრულწლოვანი იმყოფებოდა, მათგან ორი, მეთორმეტე კლასელი ბიჭი გარდაიცვალა, დანარჩენები კი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში ჰყავთ გადყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანას არასრულწლოვანი მართავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება 256-ე მუხლით დაიწყო.