ეს სია ერთ-ერთი მხიარული ფსიქოლოგი ქალბატონის მიერ არის შედგენილი თავისი ქალიშვილისთვის. თუმცა, ალბათ სხვებსაც გამოადგებათ.
1. ყველაზე ლამაზი, რისი გაკეთებაც შეგიძლია, გაღიმებაა.
2. მოუსმინე იმ ჟანრის მუსიკას, რომელიც გსიამოვნებს. არავის მისცე უფლება გითხრას - „ეს არ არის კარგი მუსიკა, რა საშინელი გემოვნება გაქვს“.
3. ყოველთვის იცოდე შენი თავის ფასი და არ დაკარგო ღირსება.
4. ნუ გახდები მონა, იყავი ყოველთვის მეგობარი და თანასწორი.
5. ნუ მისცემ მამაკაცს უფლებას დაგაჯეროს, რომ მას შენი შეცვლის ძალა შესწევს.
6. მაშინაც კი, როცა მამაკაცი შენთვის სადილს მოამზადებს, არ ჩათვალო თავი მის წინაშე ვალდებულად.
7. გქონდეს ჟინი და სურვილი, ნახო სამყარო.
8. მერე რა, თუ არ გინდა პრინცესა იყო და არც მაკიაჟის გაკეთება მოგწონს.
9. მაგრამ არც ის არის პრობლემა, თუ პრინცესობა გსურს და მაკიაჟი მოგწონს.
10. აქციე ცხოვრება ისე მხიარულად და ბედნიერად, როგორც შენი „ინსტაგრამის“ ფოტოებიდან ჩანს.
11. არ გაიცინო, როცა არ გეცინება.
12. იყავი ტოლერანტული.
13. არავის მისცე უფლება ქუჩაში დაგისტვინოს და თუ ვინმე ასე მოიქცევა, გაეცი შესაბამისი პასუხი.
14. შენი წარმატება არ არის ჩემი წარმატება. წარმატება არის მხოლოდ და მხოლოდ შენი.
15. მაშინაც კი, თუ მაღალი ხარ, ატარე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, თუ მოგწონს.
16. გამიხარდება, თუ „ჯეინ იარს“ წაიკითხავ.
17. და მიუხედავად ამისა, შენ თუ მაინც „ბინდი“ მოგწონს, არა უშავს.
19. უყურე სერიალებს, თუ მოგწონს. არა უშავს.
20. პატივი ეცი სიძველეებს.
21. დაძინებამდე ყოველთვის დაიბანე სახე.
23. იყავი ვნებით და ჟინით სავსე ნებისმიერი საქმის კეთების დროს.
24. იცოდე შენი უფლებები.
25. ნუ მოინდომებ ძალიან გახდომას, ნუ დაიტანჯები დიეტით.
26. იყავი გამბედავი.
27. არასოდეს დანებდე.
28. სექსუალურობა ზნეობასთან კავშირში არაა.
29. დაესწარი მუსიკალურ ფესტივალს ცხოვრებაში ერთხელ მაინც.
30. არ ჩაიცვა ის, რასაც მოდის ბლოგერები გირჩევენ. ჩაიცვი ის, რაც გსურს და რაც გიხდება.
31. თუ კაცი სტერეოტიპულად აზროვნებს, აუცილებლად შორს გაიქეცი მისგან.
33. სკოლა შენი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი არ არის.
34. მას უნივერსიტეტი სჯობს.
35. იცეკვე თავდავიწყებით საკუთარ ოთახში.
36. იცოდე, რომ ყოველთვის ვერ გავიცინებ.
37. ცხოვრებაში ეძებე ადამიანი, რომელიც შენს გაცინებას შეძლებს.
38. და თუ ასეთს შეხვდები, შეინარჩუნე ის ცხოვრების ბოლომდე.
39. ხანდახან იარე ფეხშიშველმა.
41. არ მისცე თავს მოწყენის უფლება. ეცადე, იყო ბედნიერი.
42. ყველაფერში დაიცავი ზომიერება.
43. ზომიერებაშიც კი ზომიერების დაცვაა საჭირო.
44. ყავა კარგია, ის გაგაბედნიერებს... თუ მოგწონს.
45. იყავი პატიოსანი და გულღია.
47. აუცილებლად იპოვე ბიჭი, რომელიც უბრალოდ შენი საუკეთესო მეგობარი იქნება.
48. არავის მისცე უფლება რაიმე იძულებით გაგაკეთებინოს.
49. გარშემო ფერადი და მხიარული ადამიანები შემოიკრიბე.
50. გახსოვდეს, რომ უნიკალური ხარ და შენ მსგავსად არავინ ფიქრობს.
52. ჭუჭყიან ტყუილს ყოველთვის მტკივნეული სიმართლის თქმა ამჯობინე.
54. შეგეძლოს განსხვავებული აზრის მოსმენა და პატივისცემა.
55. შეადგინე შესასრულებელი საქმეების გეგმა.
56. შეადგინე იმ საქმეების სია, რომელთა გაკეთებაც გსიამოვნებს.
57. სანამ წახვალ, ყოველთვის თქვი - „მე შენ მიყვარხარ“.
58. არასოდეს უგულებელყო ის, რაც შენ წინ ხდება.
59. არ შეეგუო უსამართლობას.
60. შეიყვარე შენი ღიმილი.
61. როცა ფიქრობ, რომ ცხოვრებაში კარგი პერიოდი გაქვს, ბოლომდე შეიგრძენი ის.
62. ეძებე ყველაფერში სილამაზე.