მაკო გომური, რომელმაც 20-21 ივნისის აქციის დარბევის ღამეს თვალი დაკარგა "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ ექსპერტიზის შეკითხვა გადასცეს იმაზე, ჰქონდა თუა არნიშნულ შემთხვევამდე თვალზე პრობლემები:
"მოკლედ, 4 თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული. დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: "დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხო არ გქონდაო?
"წარმოიდგინეთ,მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა. ანუ -30 რომ მქონოდა ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო?"
პ.ს მგონი, ამათ ჰგონიათ, მარტო მხედველობა დავკარგე და თვალი ისევ მაქვს" -წერს მაკო გომური.
ინფორმაციისთვის, გერმანიაში სამკურნალოდ წასულ მაკო გომურს ხელოვნური თვალი რამდენიმე თვის წინ ჩაუსვეს.