"ქორწილი ორი თვის წინ ჰქონდა..." - ვინ იყო ბათუმში მშენებლობაზე გარდაცვლილი 23 წლის ახალგაზრდა
ბათუმში უბედურ შემთხვევას 23 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. იგი კიროვისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდა, რა დროსაც მეათე სართულიდან გადმოვარდა. გარდაცვლილი 23 წლის ანრი მახარობლიძეა, რომელიც ლაჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათიდან იყო.
ახლობლების ინფორმაციით, მახარობლიძე დაზიანებულ ამწეზე თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, ანრისთან მყოფმა მამაკაცმა მეათე სართულის აივანზე გადახტომა მოასწრო, რის შედეგადაც სიკვდილს გადაურჩა. იხილეთ სრულად