სოციალურ ქსელში გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციიდან ვიდეო გავრცელდა, რომელმაც უამრავ ადამიანსგ გაუთბო გული.
კადრში ჩანს რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც პოლიციის კორდონის წინ სხედან. ერთ-ერთი მათგანი კი ფლეიტაზე უკრავს ცნობილი ფილმის "ფესვების" ცნობილ მელოდიას.
"ფესვები" კინოეკრანებზე 1987 წელს გამოვიდა და ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ფილმი ქართველი ემიგრანტის განუწყვეტელი ნოსტალგიით აღსავსე ვრცელი ცხოვრების გზაზე მოგვითხრობს. მისი საყოველთაოდ ცნობილი მელოდია კომპოზიტორ ალექსანდრე რაქვიაშვილს ეკუთვნის. მის მიერ მუსიკალურად გახმოვანებულია სხვა ფილმებიც, კომპოზიტორია ფილმებისა "საბედისწერო გასროლა" (1990 წ.) "ელისა და რარის თავგადასავალი" (1989 წ.), "ფესვები" (1987 წ.), "ჩემი მეგობარი ძია ვანია" (1977 წ.), "ციური ბილიკები" (1981 წ.) და სხვ.