სოციალურ ქსელში 30 წლის სტაჟის მქონე მწეველის შოკისმომგვრელი ვიდეო და ფოტოები გავრცელდა, სადაც კარგად ჩანს, რომ მისი ფილტვები ჯანმრთელი, ვარდისფერის ნაცვლად, დანახშირებულია.
ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში ქირურგებმა 52 წლის კაცის ორგანოები ამოიღეს, რომელიც გარდაიცვალა. გარდაცვლილს ფილტვების სხვადასხვა დაავადება ჰქონდა.
ექიმებმა ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთეს და აღწერაში მიუთითეს: „კიდევ გსურთ მოწევა?"
როგორც ირკვევა, გარდაცვლილ მამაკაცს სურვილი ჰქონდა, რომ სიკვდილის შემდეგ თუ ვინმეს მისი ორგანოები გამოადგებოდა, ამოეკვეთათ და გადაეცათ, თუმცა ექიმები მალევე დარწმუნდნენ, რომ ფილტვებს ტრანსპლანტაციისთვის ვერ გამოიყენებდნენ.
ექიმის თქმით, პაციენტს სიკვდილამდე კომპიუტერული ტომოგრაფია გავლილი არ ჰქონია და შესაბამისად, არ იცოდნენ, თუ მსგავს მდგომარეობაში იყო მისი ფილტვები. ვიდეო 25 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ზოგიერთი მათგანი კი მას თამბაქოს წინააღმდეგ ყველა დროის საუკეთესო რეკლამას უწოდებს.
მოწევა კიბოს ყველაზე გავრცელებულ მიზეზად რჩება მსოფლიოში და წარმოქმნის ქიმიკატებს, რაც დაავადების მინიმუმ 15 სხვადასხვა ფორმის პროვოცირებას იწვევს. გარდა ამისა, დამტკიცებულია, რომ სიგარეტის მოწევა შემთხვევების 70 პროცენტში იწვევს ფილტვის კიბოს. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ონკოლოგიურ დაავადებებს შორის.
მოწევა ყოველწლიურად 1.2 მილიონ ადამიანს კლავს. მწეველებში გულის შეტევის შემთხვევები გაცილებით მაღალია, ხოლო ფილტვის კიბოს შემთხვევები 30-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე არამწეველებში.
იხილეთ ვიდეო, რომელმაც მოიცვა ინტერნეტი
30 წლის სტაჟის მქონე მწეველის ფილტვები