მამუკა ბახტაძე მამა გახდა. მშობლებმა ახალშობილ და-ძმას ანა და გიორგი დაარქვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი გიორგი ჭოლაძე წერს:
"ვულოცავ მამუკა ბახტაძეს ანას და გიორგის დაბადებას!"
გავრცელებული ინფომაციით, მამუკა ბახტაძეს ბავშვების დედასთან 6-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს. ბახტაძის რჩეული ყოფილი მოდელი და მარკეტინგის მენეჯერი იანა კოკოულინაა. ის სხვადასხვა კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა და არაერთ ცნობილ ადამიანთან მეგობრობს.