2 წლის ანიტას მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბავშვის ბებია, თამუნა გლურჯიძე იუწყება.
"ჩემი ბედნიერება ძალიან ცუდადაა. გთხოვთ, ილოცეთ მისი ჯანმრთელობისთვის" .
როგორც თამუნა გლურჯიძე წერს, ბელარუსმაც უარი განაცხადა ბავშვის მიღებაზე და ამჯერად ინდოეთის იმედად არიან დარჩენილნი:
"არც ვიცი, როგორ დავიწყო, ვიტყვი როგორც არის: ბელარუსმაც უარი თქვა ბავშვის მიღებაზე. საწყისი თანხმობით გახარება ჩემი ნაადრევი რეაქცია აღმოჩნდა. ავსტრიაში წასვლამდე ჩვენც მივმართეთ მინსკის კლინიკას და გვითხრეს, რომ ათ წლამდე ბავშვებზე არ აკეთებდნენ გადანერგვას. გუშინ შედგა საგანგებო კონსილიუმი, რომლის შედეგიც უკვე მოგახსენეთ - ბავშვი პატარაა და ვერ იღებენ თავის თავზე ამ პასუხისმგებლობას. დარჩა ინდოეთი და ამდენი ადამიანის გვერდით დგომის და ლოცვის იმედი".
ინფორმაციისთვის, ორი წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება, "დილატაციური კარდიომიოპათია" დაუდგინდა. საჭიროა საჭიროა ბავშვს ჩაუტარდეს სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში. უნდა ჩაიდგას აპარატი რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, მანამ სანამ ოჯახი გულის ტრანსპლანტაციისთვის თანხის მოგროვებასა და დონორის პოვნას შეძლებს.
ოპერაციის გაკეთება დიდ თანხებს უკავშირდება. ოჯახმა და ახლობლებმა უკვე დაიწყეს თანხის შეგროვება, რადგან ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და არც ერთი წამის დაკარგვა აღარ შეიძლება! პატარა ანიტა ახლა ავსტრიაში იმყოფება. ოპერაცია კი დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება.
საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:
GE28BG0000000100761966
მიმღები - ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია)
TBC ანგარიში:
GE38TB7855945064300017
გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად:
პ/ნ 60001030692
ლია ჩხაიძე