მუსიკალური პროექტის "დიდი სცენა" შესარჩევ ტურზე ჟიურიც და მაყურებელიც ემო0ციური ისტორიის შემწრე გახდა. ერთ-ერთმა კონკურსანტმა, ნინი ჟვანიამ სიმღერის შემდეგ თავისი ცხოვრების საიდუმლო გაამხილა.
"6 წლის ასაკშ გავიგე, რომ ნაშვილები ვარ. ერთ-ერთი ოჯახური კონფლიქტის დროს მამამ უთხრა დედას, გაიყვანე ეს აყვანილი ბავშვი აქედანო. ქალმა, რომელმაც გამაჩინა, სამშობიაროში დამტოვა. შემდეგ ბავშვთა სახლში გადამიყვანეს, სადანაც ჩემმა გამზრდელმა დედამ მიშვილა.
შემდეგ ჩემი მშობლები დაშორდნენ და 6 წლიდან მე და დედა მარტო ვცხოვრობთ. გარკვეულ ასაკში გამოჩნდა სურვილი, მომეძებნა ბიოლოგიური დედა და მისგან გამეგო, რატომ დასჭირდა ჩემი მიტოვება.
ჩავედი იმ ქალაქში, სადაც ცხოვრობდა. ისეთი საშინელი რეაქცია ჰქონდა ჩემს დანახვაზე, დღემდე ვნანობ, იქ რომ ჩავაკითხე. როგორც კი დამინახა, იმ წამიდან მიცნო და კარი ისე მომიჯახუნა, დედამიწაზე ყველაზე მიტოვებულ და მარტოსულ ადამინად ვიგრძენი თავი. ზუსტად ის მაგრძნობინა, როგორ დამტოვა ახალდაბადებული. ორი წლის წინ კი ჩემს უბანში გადმოვიდა საცხოვრებლად და საკმაოდ ხშირად მხვდება ქუჩაში შვილებთან და მეუღლესთან ერთად. ყველაზე კარგად ამ დროს ვგრძნობ, რომ არ ვჭირდება, რომ მისთვის შვილი არასოდეს ვიქნები. ბედნიერი ადამიანი ვარ იმით, რომ დღეს ჩემ გვერდით ყველაზე მაგარი ქალი დგას. ისე გამზარდა 19 წლამდე, ერთხელ არ მიგრძვნია, რომ მისი ბიოლოგიური შვილი არ ვარ" - განაცხადა ნინი ჟვანიამ.
ჟიურის წევრებმა ნინოს გამზრდელი დედის გაცნობაც მოისურვეს, რომელმაც თავისი ცხოვრების ტკივილიანი წარსულიც გაიხსენა:
"მე შვილმკვდარი დედა ვარ, 10 წლის შვილი დამეღუპა 25 წლის წინ და მაშინ ფიცი დავდე, უპატრონოს ვიშვილებ და რაც ჩემს შვილს დავაკელი, მას მოვახმარ-მეთქი. ღმერთს ვთხოვ, მაცოცხლოს, რომ ბოლომდე შევასრულო ეს პირობა