ზესტაფონში 51 წლის ირმა გაფრინდაშვილსა და 54 წლის ემზარ მაცაბერიძეს ტყუპი ბუნებრივი მეთოდით ეყოლა. ინფორმაციას ტელეკომპანია არგო ავრცელებს. წყვილი შვილს 10 წელი ელოდა.
მათ გოგონა და ვაჟი შეეძინათ. გოგონას მარიტა, ბიჭს კი მოძღვრის სახელი, მელიტონი დაარქვეს.
ბავშვები 21 დეკემბერს დაიბადნენ. გოგონა წონით 1 კილო და 860 გრამი, ხოლო ვაჟი 2 კილო და 140 გრამია. ექიმების თქმით, დედაც და შვილებიც თავს კარგად გრძნობენ.