ისინი ცხოვრებაში გამორჩეულად მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, რომელებიც უმეტესი ჩვენგანისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში საუკეთესო მეგობრებად რჩებიან.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ერთი და იგივე ასაკის ბიძაშვილებს, დეიდაშვილებსა და მამიდაშვილებს შორის განსაკუთრებული სიყვარული და ურყევი კავშირია და ყოველივეს თავისი მიზეზები აქვს.
1. განცდა გაქვთ, რომ ის თქვენი და, ან ძმაა
ერთი სისხლი გაქვთ, რაც ამძაფრებს განცდას, რომ ერთმანეთისთვის დები და ძმები ხართ. მართალია, ერთ სახლში არ ცხოვრობთ, მაგრამ ეს არ გიშლით ხელს, რომ ერთმანეთი ძალიან გიყვარდეთ. ის, რომ ერთად არ ცხოვრობთ, შეიძლება კარგიცაა, რადგანაც ნამდვილი და-ძმის მსგავსად ხშირად ჩხუბი არ მოგიწევთ. ბიძაშვილები ის ადამიანები არიან, რომლესაც ოჯახის წევრებთან უთანხმოების დროს გულს გადაუშლით.
2. ბავშვობის საერთო ისტორიები გაქვთ
ერთად გაიზარდეთ, ბავშვობაში დიდ დროს ატარებდით ერთად და ბევრი საერთო მოგონება, ბედნიერი და სახალისო ისტორია გაქვთ, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ. თქვენი წარმატება პირველად სწორედ მათ უხაროდათ, ერთად ზეიმობდით დღესასწაულებს, სათამაშოებს და ტანსაცმელსაც კი უზიარებდით.
3. თინეიჯერობის პერიოდიც ერთად გაატარეთ
ისევე, როგორც ბავშვობაში, თინეიჯერობის ასაკშიც ერთად იყავით, ერთმანეთს უზიარებთ თინეიჯერულ წარმატებებსა და წარუმატებლობებს, ერთმანეთს უზიარებდით გამოცდილებას, უყვებოდით პირველი სიყვარულის შესახებ.
4. ერთმანეთს საიდუმლოებს უზიარებდით
დარწმუნებულები იყავით, რომ თქვენი ყველაზე დიდი საიდუმლო საიმედო ხელში იყო. შეგეძლოთ მათთვის ყველაფერი მოგეყოლათ. საუკეთესო მსმენელები იყვნენ და ყველაზე საჭირო რცევებს სწორედ ამ ადამიანებისგან ისმენდით.
5. ისინი არ განგსჯიდნენ და ასე გრძელდება მთელი ცხოვრება
ალბათ, ყველაზე უკეთ სწორედ ბიძაშვილები, დეიდაშვილები, ან მამიდაშვილები გიცნობენ და არ განგსჯიან თქვენი სულელური ქმედებებისთვის. ყოველთვის ეცდებიან, რომ მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი გაპოვნინონ. მათ იციან, რატომ გადადგით ესა თუ ის ნაბიჯი და ზედმეტ შეკითხვებს არ გისვამენ. უბრალოდ დახმარების ხელს გამოგიწვდიან.
6. მათთან ერთად ყოფნა არასოდესაა მოსაბეზრებელი
ნებისმიერ ასაკში გაბედნიერებთ მათ გვერდით ყოფნა - ბავშვობაში, თინეიჯერობის დროს, ასევე, ზრდასრულობის პერიოდშიც. მათ გარემოცვაში არასდროს ხართ მოწყენილი. მაშინაც კი, როცა უკვე დაქორწინებული ხართ, შვილები გყავთ, ბიძაშვილების გვერდით ყოფნა განსაკუთრებით სასიამოვნოა.
7. ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში საუკეთესო მეგობრებად რჩებიან
ბავშვობიდან მოყოლებული ყველაფერს ერთად აკეთებთ, თქვენი ცხოვრების ძალიან ბევრი ასპექტი მათ უკავშირდება. მაშინაც, როცა უკვე დიდები ხართ და შორს ცხოვრობთ ერთმანეთისგან, შეხვედრისას გრძნობთ, თითქოს არც არასოდეს ყოფილხართ ცალ-ცალკე. ეს კი იმიტომ ხდება, რომ თქვენს შორის განსაკუთრებული კავშირია.
ეთანხმებით ფსიქოლოგებს? გყავთ ბიძაშვილები, დეიდაშვილები, ან მამიდაშვილები? - გაქვთ მათთან განსაკუთრებული კავშირი? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.