სინდი კროუფორდის ქალიშვილი, ამერიკელი სუპერმოდელი კაია ჰერბერი ესპანური ტანსაცმლის ბრენდის Loewe-ს რეკლამაში ბიუსჰალტერის გარეშე გადაიღეს. ფოტო გოგონამ ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა.
ერთ-ერთ სურათში 18 წლის მოდელს გრძელი, რძისფერი კაბა აცვია, სადაც ჩანს, რომ ბიუსჰალტერი არ აცვია. ფოტოსესია "მშვიდობის ბაღში" მიმდინარეობდა, რომელიც ისამი ნოგუჩიმ დააპროექტა. Loewe-ის ტანსაცმელში ჰერბერმა ინსტაგრამზე სხვა ფოტოებიც გამოაქვეყნა.
დეკემბრის დასაწყისში მოდელი 2019 წლის ბრიტანული მოდის დაჯილდოებაზეც წარსდგა, სადაც შავი, მარგალიტებით
გაწყობილი ბიუსჰალტერი, თეთრი გრძელი კაბა და შავი ჩექმები ეცვა. დაჯილდოებაზე მინიმალისტური მაკიაჟით გამოირჩეოდა.
18 წლის კაია ჰერბერი დედის გზას მიჰყვება, აქვს საკმაოდ წარმატებული სამედელო კარიერა, იღებენ ცნობილი ბრენდების რეკლამასა და პოპულარული ჟურნალების გარეკანისათვის.
ქართველი გოგონა, რომელიც რუსებმა სინდი კროუფორდის ცნობილი ქალიშვილის ორეულად აღიარეს
სინდი კროუფორდის 14 წლის ქალიშვილი მსოფლიოს ულამაზეს გოგონად დაასახელეს