ჭიათურაში სავარაუდოდ გრიპის ვირუსით გარდაცვლილი 30 წლის ქალის ოჯახი პასუხისმმგებლობას სასწრაფოს ექიმებს აკისრებს. ოჯახის წევრების თქმით, ახალგაზრდა ქალს მაღალი სიცხეები ჰქონდა და გულმასც შეაწუხა. ამიტომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ექიმებმა მისი სტაციონარში გადაყვანა საჭიროდ არ ჩათვალეს და სითხეების მიღება ურჩიეს სიცხის დამწევთან ერთად.
"უთხრეს, შენ დასაწვენი არ ხარო. რომ დაეწვინათ, ახლა დედა ცოცხალი მეყოლებოდა და არ დავრჩებოდი ობოლი. მეორედ გამთენიისას გამოვუძახეთ... პირველად რომ წაეყვანათ, გადარჩებოდა, ისე ცუდადაც არ იყო" - ამბობს გარდაცვლილის ქალიშვილი.