ფოტოებისთვის ხმის მიცემის პროცესი მალე შეწყდება ჟურნალ "საბავშვო კარუსელისა" და mshoblebi.ge-ს ერთობლივი ფოტოკონკურსი "პატარა მსახიობი" დასასრულს უახლოვდება. მონაწილეებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ ფოტოებისთვის ხმის მიცემის პროცესი 25 ოქტომბერს, 24:00 საათზე შეწყდება.
როგორც გატყობინებდით, პირველი 3 ადგილის მფლობელს ყველასთვის ცნობილი "ენკი-ბენკის" სატელევიზიო სკოლა-სტუდია დაასაჩუქრებს. ბავშვებს ამავე სტუდიაში სწავლების ფასდაკლების ვაუჩერები გადაეცემათ.