ხაშურიდან ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე (ქვიშხეთთან) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.
ავტომობილში ერთი ოჯახის 5 წევრი იმყოფებოდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვები კი საავადმყოფოში მიყვანამდე.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან - 33 წლის ბაქარ ბანძელაძე და მისი სამი შვილი - ორი ბიჭი და ერთი გოგონა, ხოლო ბანძელაძის მეუღლე, 30 წლამდე ასაკის ქალი, მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. განაგრძეთ კითხვა