44 წლის მილა იოვოვიჩის ორსულობას უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს სოციალურ ქსელში, რადგან ვარსკვლავი ხშირად წერდა თავის მდგომარეობაზე და უზიარებდა თავის ემოციებსა და შიშებს სხვა დედებს. ბოლოს უკვე წუხდა, რომ უჭირდა სიარული, საკმაოდ დამძიმდა და ჩქარობდა, მალე გაეჩინა.
3 თებერვალს მსახიობს მესამე ქალიშვილი გაუჩნდა, რომელსაც ოშანი დაარქვეს. პალატაში მილა მალევე მოინახულეს მისმა ქმარმა პოლ ანდერსონმა და ქალიშვილებმა - 12 წლის ევერმა და 4 წლის დეშიელმა. სამახსოვრო ოჯახური ფოტოც გადაიღეს.
მილა იოვოვიჩმა დაიჩივლა, რომ მესამე მშობიარობამდე თავს საკმაოდ ცუდად გრძნობს