ივანიშვილების ოჯახს ყველაზე პატარა წევრი რამდენიმე თვის წინ შეემატა. ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ვაჟს დედის და მამის სახელების გაერთიანებით ბერუკა დაარქვეს.
როგორც ყველასთვის ცნობილია, ბერა და ნანუკა სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებენ ოჯახურ ფოტოებს და ვაჟის ფოტოც არაერთხელ დადეს, თუმცა ამ დრომდე ფოტოებზე პატარა ბერუკას სახე არ ჩანდა.
ცოტა ხნის წინ, ბერა ივანიშვილმა შვილის სახე გამოაჩინა და ახალი ფოტოები "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა.