ნინო ცქიტიშვილი 4 შვილის დედაა. მის უფროს ქალიშვილს, თაკო ნაცვლიშვილს, არა მარტო საქართველო, უკვე მსოფლიო იცნობს და რამდენიმე წელია თაკო ხიბლავს და აოცებს მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს. თაკოს ფოტოებით ინტერნეტსივრცე აჭრელებულია.
ნინო თავადაც ყოფილი მოდელია და ამჟამად სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელობს. დედა-შვილის ერთ-ერთმა ბოლო ფოტომ დიდი მოწონება დაიმსახურა. თუმცა თაკოსა და ნინოს სილამაზით არც ოჯახის დანარჩენი წევრები ჩამორჩებიან. მოგეხსენებათ, ნინო ცქიტიშვილს და ვატო ნაცვლიშვილს ოთხი შვილი ჰყავთ და ოთხივე ერთმანეთზე ლამაზი.
სულ ახლახან, ნინომ უმცროს ქალიშვილთან, ანა ნაცვლიშვილთან ერთად გადაღებული შავ-თეთრი ფოტოსესია გაასაჯაროვა, რასაც რასაკვირველია, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„ლაღი, ბედნიერი, ანგელოზების საამქროს უფროსი..."
„რა ლამაზები ხართ...“
„შეუდარებელი დედა-შვილი“, - ასე აფასებენ თაყვანისმცემლები დედისა და შვილები ფოტოესიას.
თეკლა ჟვანია