2091-დღიანი პატიმრობის შემდეგ, ვანო მერაბიშვილმა გუშინ ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. "ნაციონალური მოძრაობის" ხერხემლად წოდებული ყოფილი პრემიერი და კიდევ უფრო ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი 2013 წლის მაისში დააკავეს. მან სასჯელი რამდენიმე მძიმე დანაშაულისთვის მოიხადა.
ვანო მერაბიშვილი "ვარდების რევოლუციით" მოსულ ხელისუფლებაში ყოველთვის მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდა. ვანოსთან ერთად პოპულარული იყო მისი მეუღლეც თაკო სალაყაია, რომელიც წლების წინ, ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი რესპონდენტი იყო და მაშინდელ ვარსკვლავებთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა. სალაყაია იყო მეჯვარე ხათუნა ჟორდანიასი, როდესაც მან ზურა ხაჩიძეზე ჯვარი დაიწერა. თუმცა მაშინდელ ხელისუფლებაზე განაწყენების შემდეგ ხაჩიძე-ჟორდანიას წყვილი მერაბიშვილის ოჯახზე საუბარს თავს არიდებდა.
თაკო სალაყაიას ბომონდური სამეგობროდან ბოლომდე სოფო ნიჟარაძე, ნინო ჩხეიძე, თიკო სადუნიშვილი, ნინა წკრიალაშვილი და ლელა კილაძე შემორჩნენ... სანდრო გირგვლიანის სასტიკი მკვლელობის შემდეგ, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი სწორედ თაკო სალაყაია გახლდათ, იგი მედიისთვის ჩაიკეტა და მას შემდეგ ინტერვიუ არასოდეს აღარ მიუცია. თუმცა პერიოდულად დღემდე ვრცელდება მედიაში სალაყაიას გართობის ფოტოები.
ვანო მერაბიშვილი მეუღლეზე საუბარს ყოველთვის თავს არიდებდა. 17 წლის იყო თაკო სალაყაია, როდესაც 31 წლის პოლიტიკოსმა მასზე იქორწინა. მალე პირველი შვილი მიშო შეეძინათ. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები