ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძე საქართველოში ახალი კორონავირუსთან დაკავშირებულ მღელვარებას დამაიმედებელი პოსტით ეხმაურება:
"შევეცდები არ გადაგღალოთ❗️
არ აყვეთ პანიკას! ერთ პაციენტთან დადასტურებული და ისიც მსუბუქი შემთხვევა არ იძლევა გავრცელების მაღალი რისკის საშუალებას. 80%-ზე მეტ შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს მსუბუქი ან საშუალო სიძმიმით. 15-წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება დაინფიცირების ერთეული შემთხვევები. დაიცავით ჰიგიენური ნორმები და ცხოვრების ჯანსაღი წესი, ისეთივე როგორც გრიპის და სხვა ვირუსული ინფექციების შემთხვევაში. დროებით თავი შეიკავეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, დახურული სივრცეებისა და გასართობი ცენტრებისგან, რადგანაც ჯერ კიდევ ცირკულირებს გრიპის ვირუსიც. პანიკის საფუძველი არ არსებობს. არ არის აუცილებელი საკვები პროდუქტების, განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების მარაგი, რომელიც შეიძლება იყოს კვებითი ინტოქსიკაციის და ნაწლავური ინფექციების წყარო. გაზაფხულის მოსვლასთან ერთად გრიპის ვირუსი და მათ შორის კორონა ვირუსიც (COVID19) ნელ-ნელა გადაივლის. წყარო: www.ncdc.ge www.who.int www.uptodate.com
სოლიდარობა ექიმებს , ინფექციონისტებს და საზღვრის დაცვის თანამშრომლებს!
"შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა" - წერს თემურ მიქელაძე.