მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა, მოსახლეობას სულ უფრო და უფრო მეტად აინტერესებს, თუ რა გზით და როგორ შეიძლება ვირუსისგან თავის დაცვა. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ეჭვი აქვს კორონავირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებზე და სურს ანალიზი საკუთარი სურვილით ჩაიტაროს, შეუძლია თუ არა ანალიზის აღება?
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდები დაავადებების დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, ანალიზის გაკეთება ადამიანის სურვილის მიხედვით საქართველოში არ ხდება.
- თუ ადამიანს ეჭვი აქვს კორონავირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებზე და სურს ანალიზის გაკეთება, მხოლოდ ინფექციურ სავადმყოფოს უნდა მიმართოს?
- ანალიზის გაკეთება ადამიანის სურვილის მიხედვით ჩვენთან არ ხდება, უნდა შეფასდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სათანადოდ. არის შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრება, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს, რო მ ტესტირებაა ჩაუტარდეს. ინფექციურშიც არ ხდება კორონავირუსზე ანალიზის გაკეთება, იქ აწვენენ ავადმყოფებს და ამის შემდეგ იძახებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ცენტრი წყვეტს, აუღოსთ თუ არა პაციენტსს ანალიზი. ჩვენთან საქართველოში არ არის ისეთი ლაბორატორია, რომ „მინდა და გავიკეთებ კორონავირუსზე ანალიზს“, ეს იყოს შესაძლებელი. არის ასევე აუცილებელი მოგზაურობის ანამნეზის საჭიროება, ეს უნდა გამოვლინდეს, დადგინდეს და მერე უნდა ჩატარდეს ტესტირება. ექიმთან გასიჯნვის შემდეგ წყდება, პაციენტი უნდა მოხვდეს თუ არა ინფექციურში.
- თუ ადამიანს თავად არ უმოგზაურია, მაგრამ საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, ამ შემთხვევაში რა ხდება?
- მოგზაურობიდან მიღებული დაავადების გადაცემის ფაქტები ჯერ არ არს ცნობილი და ამიტომ, ეს ფაქტორი რისკს არ წარმოადგენს.
რუსკა კილასონია