ახალმა კორონავირუსმა პირადი ჰიგიენა განსაკუთრებულ მოთხოვნილებად აქცია. სწორედ ჩვენი ხელი სისუფთავეზეა დღეს დამოკიდებული არამარტო ჩვენი, გარშემომყოფების ჯანმრთელობაც. პრაქტიკა აჩვენებს, რომ დაუბანელი ხელები სხვადასხვა დაავადების გავრცელების მიზეზი შეიძლება გახდეს, მათ შორის, მომაკვდინებელი დაავადებებისაც.
ხელების ჰიგიენის კუთხით ადამიანთა ცნობიერების ასამაღლებლად ხელების დაბანის საერთაშორისო დღეც კი დაწესდა და ის 2008 წლიდან ყოველ 15 ოქტომბერს აღინიშნება.
ამ დღეს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მთავარი სათქმელი საზოგადოებისთვის შემდეგია - დაიბანეთ ხელები ჭამამდე, ასევე საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველ წელს ამ დღესთან დაკავშირებით შესაბამის კამპანიებს აწარმოებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ეთიოპია, ნიგერია, ინდოეთი, ფილიპინები და ა.შ, სადაც ჰიგიენის ძირითადი ნორმები მკვეთრად დარღვეულია.
კვლევებით დამტკიცებულია, რომ საპნით ხელების დაბანა პნევმონიის, ასევე სხვა რესპირატპრული დაავადების გადადების შანსს 25%-ზე უფრო მეტით ამცირებს, 50%-ზე უფრო მეტით ამცირებს დიარეის, ასევე სხვა ნაწლავური დაავადების გაჩენის შანსს.
ხელების ჰიგიენის დაცვა არის უმარტივესი, იაფი და ყველაზე ეფექტური გზა ბავშვებში სხვადასხვა დაავადების გაჩენისა და სიკვდილიანობის შესამცირებლად.
აღსანიშნავია, რომ ხელების ჰიგიენის ნორმების დაცვის კუთხით პრობლემებია არა მხოლოდ განვითარებად, არამედ განვითარებულ ქვეყნებშიც.
ამ მხრივ პრობლემები აქვს ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასაც.
რუკა გვაჩვენებს 2015 წლის გელაპის კვლევის შედეგს. მკლვეარებმა ადამიანებს შემდეგი კითხვა დაუსვეს - იბანთ თუ არა ხელებს საპნითა და წყლით საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ?
ყველაზე სუფთა რესპონდენტები ბოსნიელები აღმოჩდნენ. მათი 96% ამობს, რომ საპირფარეშოს გამოყენების შემდეგ ხელებს იბანს. ბოსნიელებს მოჰყვებიან თურქები - 94%.
ევროპის ყველაზე ჰიგიენურ ადამიანებში 85%-ით შედიან კოსოვოელები, 85% - ბერძნები, 85% პორტუგალიელები.
ისლანდიაში, შვედეთსა და გერმანიაში ხელების ჰიგიენას 78% იცავს, ფინეთში 76%, დიდ ბრიტანეთში - 75%, ირლანდიაში - 74%, შვეიცარიაში - 73%, ბულგარეთში - 72%, ჩეხეთში - 71%, პოლონეთში - 68%, ესტონეთში - 65%, რუსეთში - 63%, საფრანგეთში - 62%, ესპანეთში - 61%, იტალიაში 57%.
გელაპის კვლევის მიხედვით, ყველაზე არაჰიგიენური ევროპელები ჰოლანდიელები არიან. ჰოლანდიელთა 50% საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ ხელებს არ იბანს. ევროპის არც ერთ ქვეყანას მსგავსი შედეგი არ აქვს.
ხელების ჰიგიენის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი რეკომენდაცია იმისთვის, რომ ვირუსით არ დაინფიცირდეთ, ხელების ხშირად დაბანაა.